KA EN
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • ტრენინგები
  • გამოკითხვები
  • კონტაქტი
  • მარტოხელა მშობლის წარმატების ისტორია

    25.03.2021 - 26.03.2021

    სალომე კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის პარტნიორ თემში მცხოვრები მარტოხელა მშობელია, რომელიც უკვე წლებია სრულიად მარტო ზრუნავს სამ მცირეწლოვან შვილზე. კსგ ცენტრთან შეხვედრამ სალომეს და მისი გოგონების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სალომე მზრუნველი და მოსიყვარილე მშობელია, საყოფაცხოვრებო პირობების და სოციალური სიდუხჭირის გამო ვერ ახერხებდა შვილებზე სათანადოდ ზრუნვას და მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას. მცირე შემოსავლის გამო სალომეს უჭირდა ბავშვების გამოკვება და ხშირ შემთხვევაში ბავშვები მშივრები იყვნენ. მათ არც საკმარისი შეშა ჰქონდათ სახლის გასათბობად და მეზობლების იმედად ახერხებდნენ ზამთრის გადატანას.

    მეუღლისგან მიტოვებულმა სალომემ შვილებთან ერთად რამდენიმე წელი გაატარა ერთ-ერთ დასახლებაში, ახლობლის მიერ ნათხოვარ ბინაში, სადაც არც ავეჯი, არც სითბო და არც ბავშვების განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვანი პირობები იყო. სალომე სოციალური დახმარების იმედად ცდილობდა ბავშვებზე ზრუნვას. არ გააჩნდა მხარდამჭერი წრე და გაჭირვებით ართმევდა თავს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.

    მას შემდეგ, რაც კსგ ცენტრისთვის გახდა ცნობილი სალომეს ოჯახის შესახებ ისინი დაუყოვნებლივ ჩაერთნენ ოჯახის მხარდაჭერ მომსახურებაში. სალომესთან შეხვედრის შემდგომ ცხადი გახდა, რომ ოჯახში მაღალი რისკი არსებობდა იმისა, რომ შეუფერებელი გარემო პირობების გამო ბავშვები სახელმწიფო ზრუნვაში გადასულიყვნენ. სწორედ ამიტომ კსგ პროგრამამ სალომესთან კომპლექსური სამუშაოები დაგეგმა.

    ოჯახის მხარდამჭერთან ერთად დაიწყო ინტენსიური მუშაობა სალომეს უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით. პირველ ეტაპზე მოხდა მისი საცხოვრებელი პირობების მოწესრიგება. მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის დახმარებით სალომემ სოფელში იქირავა უსაფრთხო და დაცული ბინა სადაც, ბავშვების სიცოცხლეს ჯანმრთელობას და განვითარებას არ ექმნება საფრთხე. გარდა ამისა აქტიური მუშაობა დაიგეგმა ახალგაზრდა დედის პროფესიული განვითარების კუთხით. მოხდა სამუშაო ადგილის მოძიება და სალომეს დასაქმება.  ის აქტიურად ჩაერთო სამუშაო პროცესში და გარდა იმისა, რომ დასაქმდა, ასევე აქტიური სოციალური ცხოვრება დაიწყო.

    შეიძლება ითქვას, რომ სალომეს, რომელსაც აქამდე საკუთარ შვილებზე ზრუნვაც კი უჭირდა და მომავალს შიშით უყურებდა, ახლა დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია, რომელიც ყოველგვარი დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ახერხებს შვილებზე სრულყოფილ ზრუნვას, ცხოვრობს დაცულ და უსაფრთხო გარემოში და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას ეწევა.

     

    სტატისტიკა

    სახელმწიფო სერვისები

    ფასიანი სერვისები

    fb.com/KakhetiADC

    პარტნიორები

    istanbul escort şişli escort tbilisi escort şişli escort şişli escort maslak escort istanbul escort beşiktaş escort taksim escort izmir escort ümraniye escort mecidiyeköy escort şişli escort taksim escort ümraniye escort kartal escort şirinevler escort maltepe escort istanbul escort ümraniye escort kadıköy escort vip escort mersin escort istanbul escorts ataköy escort avcılar escort beylikdüzü escort okmeydanı escort şişli escort tuzla escort işitme cihazı sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop sex shop